აუდიტორული შემოწმება - თქვენი ორგანიზაციის აღრიცვხისა და ანგარიშგების სისტემის დამოუკიდებელი ექსპერტიზა, რომელსაც ჩაატარებენ ”ახვლედიანი აუდიტ კონსალტინგი”-ს მაღალკვალიფიციური სპეციალისტები. 

აღნიშნული პროცედურის შედეგად საშუალება გექნებათ თქვენი ბუღალტრული აღრიცხვა და საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებული გაანგარიშება შესაბამისობაში მოიყვანოთ მოქმედ კანონმდებლობასთან, ხოლო აუდიტორის დასკვნა ბუღალტრული ანგარიშგების უტყუარობის შესახებ წარმოადგენს თქვენი კომპანიის პატიოსნებისა და გამჭირვალობის დასტურს. 

ობიექტურობის, დამოუკიდებლობისა და კონფიდენციალურობის პრინციპების დაცვით გთავაზობთ აუდიტორული მომსახურების სრულ სპექტრს: 

  • საინიციატივო აუდიტი; 
  • სავალდებულო აუდიტი; 
  • საგადასახადო აუდიტი; 
  • ფინანსური ანგარიშგების აუდიტი; 
  • ალტერნატიული აუდიტი. 

ალტერნატიული აუდიტი წარმოადგენს შემოსავლების სამსახურის პროექტს, რომელიც გულისხმობს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო შემოწმებას კერძო აუდიტორის საშუალებით შემოსავლების სამსახურის მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში. 

”ახვლედიანი აუდიტ კონსალტინგი” ჩართულია შემოსავლების სამსახურის ალტერნატიული აუდიტის პროგრამაში და მინიჭებული აქვს ”ბ” კატეგორია, რის საფუძველზეც შეუძლია 3 მილიონამდე წლიური ბრუნვის მქონე ორგანიზაციაში ჩაატაროს აუდიტორული შემოწმება. 

ბიზნესს აქვს ორი ალტერნატივა : შეუძლია აირჩიოს შემოსავლების სამსახური ან კერძო აუდიტორი. თუ ბიზნესი აუდიტორულ კომპანიას აირჩევს, შემოსავლების სამსახური აღიარებს მის დასკვნას, შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო სამართალდარღვევისათვის გადამხდელს არ დაეკისრება ჯარიმა, აღნიშნული პერიოდი ჩაეთვლება შემოწმებულად და საგადასახადო ხელახლა აღარ შეამოწმებს. 

აღრიცხვის, დაბეგვრისა და მართვის სფეროში გაწეული კვალიფიციური დახმარება უზრუნველყოფს მნიშვნელოვან ეკონომიკურ ეფექტს.

 
Previous შემდეგი
აუდიტი აუდიტორული შემოწმება - თქვენი ორგანიზაციის აღრიცვხისა და ანგარიშგების სისტემის დამოუკიდებელი ექსპერტ... ვრცლად
საგადასახადო კონსალტინგი "ახვლედიანი ბიზნეს კონსალტინგი" ხელშეკრულების საფუძველზე გაგიწევთ სრულ პროფესიულ კონსულტაციებს დაბე... ვრცლად
საბუღალტრო კონსალტინგი "ახვლედიანი ბიზნეს კონსალტინგი"-ს ერთ-ერთი ძირითადი საქმიანობაა, კონსულტაციები ბუღალტრული აღრიცხვის ... ვრცლად
სახელმწიფო შესყიდვები საქართველოს კანონი "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" განსაზღვრავს შესყიდვების განხორციელების ზოგად სა... ვრცლად
საჯარო რეესტრი "ახვლედიანი ბიზნეს კონსალტინგი" - 2009 წლიდან საჯარო რეესტრის ავტორიზებული მომხმარებელი.  მომს... ვრცლად
საბუღალტრო მომსახურება გთავაზობთ სრულ საბუღალტრო მომსახურებას საქართველოში მოქმედი კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტ... ვრცლად
იურიდიული კონსალტინგი კონსულტაციები სამართლებრივ საკითხებში ეხმარება კლიენტს უფრო კარგად გაერკვეს უამრავ მოქმედ კანონებსა ... ვრცლად
შეფასება "ახვლედიანი აუდიტ კონსალტინგი"-ში დასაქმებულია 7 აკრედიტირებული შემფასებელი, რომლებსაც გააჩნიათ აკრე... ვრცლად
იურიდიული მომსახურება იურიდიული მომსახურება (მართვა) – ორგანიზაციის რეგისტრაციიდან მის ლიკვიდაციამდე. იურიდიული მომსახურე... ვრცლად
   Akhvlediani Business Consulting © 2007 - 2013 www.akhvlediani.ge